UG სკოლაში გაიმართა გამოფენა „პოეზიის გალერეა“, რომელიც ეძღვნებოდა ქართული პოეზიის მრავალფეროვნებისა და მხატვრული ძალის წარმოჩენას. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს კოლაჟები ცნობილი ქართველი პოეტების ნიმუშების მიხედვით, სადაც ლიტერატურული ტექსტები ვიზუალური ხელოვნების საშუალებებით ახლებურად იქნა გააზრებული და წარმოდგენილი.
გამოფენამ არა მხოლოდ მოსწავლეთა შემოქმედებითი ხედვა და ინტერპრეტაციის უნარი წარმოაჩინა, არამედ ახალი შესაძლებლობა შექმნა პოეზიისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზის აღსაქმელად. ღონისძიებამ განსაკუთრებული ინტერესით მოიზიდა როგორც სკოლის საზოგადოება, ასევე სტუმრები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, ქართულ პოეზიასთან შეხება შემოქმედებითი და ინოვაციური ფორმით მიეღოთ.
![]() |
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა ![]() |