ქართული ხალხური ცეკვის ბავშვთა ანსამბლის “იუჯი”-ს ტრიუმფი ბერლინში

ქართული ხალხური ცეკვის ბავშვთა ანსამბლმა „იუჯი“-მ 2026 წლის 28 თებერვალს ბერლინში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე — International Dance Competition Berlin — ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. 

კონკურსში მონაწილეობდა 21 ქვეყნის წარმომადგენელი ანსამბლი და დაახლოებით 300 მონაწილე, მათ შორის აშშ-დან, უკრაინიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოცეკვავეები. 

საერთაშორისო ჟიურის, რომელიც 14 სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალისგან შედგებოდა, გადაწყვეტილებით ანსამბლმა „იუჯი“-მ განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა — წარმოდგენილი სამივე ცეკვა ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

გარდა ამისა, ქართულმა ანსამბლმა კონკურსის უმაღლესი პრიზიც — საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის დაიმსახურა.




იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები