UG სკოლის მოსწავლეთა გუნდმა წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და მოიპოვა გლობალურ რაუნდში მონაწილეობის უფლება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში — World Scholar’s Cup.
UG სკოლის დელეგაცია მიწვეულია გლობალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება პრაღაში. აღნიშნულ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეები შეიკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ შეჯიბრებებსა და აკადემიურ დებატებში. გლობალური ეტაპი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გუნდებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები საერთაშორისო აკადემიურ გარემოში. UG სკოლა ულოცავს გუნდს ამ წარმატებას და უსურვებს მათ ღირსეულ გამოსვლას გლობალურ ეტაპზე.