UG სკოლის ქიმიის კლუბ Chemfield-ის წევრებმა — მერაბ სამხარაშვილმა და ნიკოლოზ ჭეჭელაშვილმა — მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს. მათ GENIUS Olympiad-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელსაც წელს მასპინძლობდა საქართველოს უნივერსიტეტი (UG), პირველი ადგილი მოიპოვეს კვლევითი ნაშრომით „ცივი რაკეტის ძრავი“ (Cold Rocket Engine).
მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს ინოვაციური კვლევითი პროექტი, რომელიც ეძღვნება ენერგოეფექტური და უსაფრთხო პრინციპებზე დაფუძნებული ცივი რაკეტის ძრავის კონცეფციის შესწავლასა და პრაქტიკულ მოდელირებას. პროექტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც მეცნიერული მიდგომის, ისე პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს მერაბ სამხარაშვილი და ნიკოლოზ ჭეჭელაშვილი გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე საქართველოს ღირსებას წარადგენენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალ სამეცნიერო გზაზე.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|