UG სკოლა ამაყად წარმოგიდგენთ მე-5 კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილ განსაკუთრებულ პროექტს — სტოპ-მოუშენის ტექნიკით შექმნილ 5-წუთიან მულტიპლიკაციურ ფილმს „იუჯი გემის ჯადოსნური მოგზაურობა“.
ეს პროექტი მხოლოდ ანიმაციური ნამუშევარი არ არის — ეს არის ბავშვების ფანტაზიის, შრომისა და გულით შექმნილი პატარა სამყაროს გამოხატულება.
მე-5 კლასის მოსწავლეები გაერთიანდნენ გუნდებად და ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს უნიკალური პროდუქტი: ისინი თავად ხატავდნენ, პლასტელინისგან ძერწავდნენ პერსონაჟებს, აწყობდნენ სცენებს და ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებდნენ საკუთარ ისტორიას.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა განივითარეს შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები, მათ შორის ხატვა, მოდელირება და ვიზუალური თხრობა. ამასთან ერთად, მათ შეიძინეს მნიშვნელოვანი სოციალური კომპეტენციები — ერთმანეთის მოსმენა, მხარდაჭერა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და გუნდური მუშაობის კულტურა.
„იუჯი გემის ჯადოსნური მოგზაურობა“ გვიყვება მეგობრობაზე, ტოლერანტობაზე, თანადგომასა და ერთიანობის ძალაზე — იმ ფასეულობებზე, რომლებიც თანამედროვე განათლების საფუძველს წარმოადგენს.
UG School ამაყობს თავისი მოსწავლეებით, რომლებმაც იდეა რეალობად აქციეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ერთად შექმნილი სამყარო ყოველთვის უფრო ძლიერი და ლამაზია.
პროექტის ავტორი-ნინო მირიანაშვილი
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|