UG სკოლის STEAM კლუბს ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული სტუმარი ეწვია

 
UG სკოლის STEAM კლუბს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია სტუმრობდა. შეხვედრის ფარგლებში მან მოსწავლეებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრა, რომლებიც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სტუმარმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებას.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია AI-ის პრაქტიკული გამოყენების შესახებ სხვადასხვა სფეროში — განათლებიდან დაწყებული, ბიზნესითა და ინოვაციებით დასრულებული. UG სკოლის STEAM კლუბი მსგავსი ტიპის შეხვედრებით კვლავაც აგრძელებს მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების, კრიტიკული მსჯელობისა და თანამედროვე უნარების განვითარებას.

 

 
 




იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
Hi there! Need help? Chat with us!
გამარჯობა! დაგვიკავშირდით ჩატით!