UG სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დეა იოსავა უკვე ერთი წელია წარმატებით აგრძელებს სწავლას St. Andrew's College-ში და მნიშვნელოვან აკადემიურ შედეგებს აღწევს.დეამ წარმატებით გაიარა აღნიშნულ სასწავლებელში მიღების მრავალეტაპიანი პროცესი. IGCSE-ის გამოცდების ჩაბარების შემდეგ მან ჩააბარა ინგლისური, როგორც პირველი ენა, შეავსო სარეგისტრაციო ონლაინ ფორმა და გაიარა გასაუბრება სკოლის დირექტორთან. გასაუბრების საფუძველზე დადასტურდა მისი მიღება, რის შემდეგაც დამატებით ჩააბარა შიდა გამოცდები მათემატიკასა და ინგლისურ ენაში და მოიპოვა 20%-იანი დაფინანსება.
მიმდინარე სასწავლო წელს დეას აკადემიური მიღწევები კიდევ უფრო დაფასდა — მას დაენიშნა სტიპენდია.
ამ ეტაპზე დეა იოსავა სკოლის რეიტინგით საუკეთესო ხუთეულში იმყოფება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალი დონის აკადემიურ შესაძლებლობებსა და მიზანდასახულობას.
UG სკოლა ულოცავს დეას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს მომავალში კიდევ უფრო დიდ მიღწევებს.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|