UG სკოლაში ყოველწლიური სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მე-3 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ფესტივალის პირველ დღეს მოსწავლეებმა სტუმრებს გაუზიარეს საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა, წარუდგინეს მარტივი ექსპერიმენტები, მათ მიერ შექმნილი მოდელები და პოსტერები.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავება, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისება, ასევე საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენის გამოცდილების მიღება.
სამეცნიერო ფესტივალი ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით და წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის, იდეებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
The annual Science Festival was held at UG School, with the participation of 3rd-grade students.
During the first day of the festival, students shared the knowledge they had gained throughout the learning process, presented simple experiments, and showcased their models and posters.
The event aimed to deepen students’ interest in science, develop their research and creative skills, encourage independent thinking, and provide them with the experience of presenting their work to a wider audience.
Traditionally organized each year by the Natural Sciences Department, the Science Festival serves as an important educational platform that enables students to demonstrate their knowledge, ideas, and creative potential.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|