UG სკოლაში ქართული მითოლოგიის თემაზე შემეცნებითი და სახალისო აქტივობა გაიმართა.
ღონისძიებაში IV კლასის მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. მონაწილეებმა ქართული მითოლოგიის სამყაროში იმოგზაურეს, გაიცნეს საინტერესო პერსონაჟები და ლეგენდები, ხოლო სხვადასხვა გუნდურ და ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობით ცოდნა და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ინტერაქტიული და საინტერესო ფორმით, ასევე სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის გაძლიერება.
მადლობას ვუხდით მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის და იმ სასიამოვნო ემოციებისთვის, რომლებმაც ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|