სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში UG სკოლაში STEM საოჯახო ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფში აქტიურად ჩაერთნენ IV–V კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. მონაწილეებმა ერთად იმუშავეს სხვადასხვა STEM აქტივობაზე, ჩაატარეს ექსპერიმენტები და პრაქტიკული დავალებების შესრულებით მეცნიერება უფრო ინტერაქტიულ და სახალისო გამოცდილებად აქციეს.
ღონისძიების მიზანი იყო მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და სკოლისა და ოჯახის ერთობლივი ჩართულობის გაძლიერება.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო გამოცდილების შექმნისთვის.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|