#გაიცანით UG სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული
სიხარულით გაცნობებთ, რომ UG სკოლის კურსდამთავრებული ანანო კონიაშვილი სწავლას უნგრეთში, ბუდაპეშტში, Semmelweis University-ში, მედიცინის, ქირურგიის მიმართულებით გააგრძელებს.
ანანო იმ წარმატებულ მოსწავლეებს შორისაა, რომლებიც UG სკოლის A Level პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას აგრძელებენ. ბრიტანული A Level პროგრამა მოსწავლეებს უნივერსიტეტისთვის სიღრმისეულ აკადემიურ მომზადებას სთავაზობს და მათ შესაძლებლობას აძლევს, სასურველ სფეროში ძლიერი საფუძველი შექმნან.
ჩვენი კურსდამთავრებული ჩაირიცხა რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტში - უნგრეთში, ჩეხეთსა და ლატვიაში:
Semmelweis University (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
Masaryk University (ბრნო, ჩეხეთი)
Rīga Stradiņš University (რიგა, ლატვია)
ხოლო, მან Semmelweis University აირჩია და სწავლას უნგრეთში აგრძელებს
Semmelweis University-ში ჩარიცხვის პროცესი მრავალეტაპიანი და რთული იყო. შერჩევა მოიცავდა როგორც წერით, ისე ზეპირ გამოცდებს ქიმიასა და ბიოლოგიაში, სადაც კანდიდატებს თეორიული ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების დემონსტრირება მოეთხოვებოდათ.
„სირთულე სწორედ ამ კომბინაციაში იყო — უნდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია როგორც ტესტურ ფორმატში სწორად მუშაობა, ისე ცოცხალ კომუნიკაციაში ცოდნის ეფექტურად წარმოდგენა. საბოლოოდ, ამ ორივე ეტაპის წარმატებით გავლამ განაპირობა ჩემი მიღება,“ — ამბობს ანანო.
მისი თქმით, წარმატების მთავარი ფაქტორი თანმიმდევრული შრომა, მიზანმიმართულობა და მოტივაცია იყო:
„ზუსტად ვიცოდი, რატომ მინდოდა მედიცინის სწავლა და ეს ჩემს პასუხებშიც ნათლად ჩანდა. ვფიქრობ, სწორედ სიღრმისეული ცოდნის, კომუნიკაციის უნარისა და მკაფიო მიზნის ერთობლიობამ მომაპოვებინა ეს წარმატება.“
ვულოცავთ ანანოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტურ და პროფესიულ გზას.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|