UG სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
UG სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებში კვლევითი, ანალიტიკური და საპრეზენტაციო უნარების განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსწავლეთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით და UG სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით გაიმართა და ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებებს აერთიანებდა.
კონფერენციაში UG სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარადგინეს მრავალფეროვანი სამეცნიერო კვლევები, ინოვაციური პროექტები და საინტერესო ექსპერიმენტული ნამუშევრები.
კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:
ქიმიის სექცია
ელენე გონგაძე და მარიამ არაბული — Eco-Friendly Hybrid Air Purification System: Immobilized Laccase on Activated Charcoal Integrated with Georgian Sheep Wool for Sustainable Indoor Air Quality Improvement
ბიოლოგიის სექცია
მარიამ ქობულია და ბარბარე შეროზია — The Effect of Motivational State on Maze-Based Behavioral Performance in Asiatic Dwarf Hamsters (Cricetulus spp.)
ქიმიის სექცია
მარიამ ოგბაიძე და ხატია ჭითავა — The Chemistry of Sleep
ირაკლი ეზუგბაია და იოანე ხომერიკი — Study of Airborne Lead Contamination in the Urban Environment of Saburtalo District
ბიოლოგიის სექცია
ლიზი შენგელია და ნინი ელიზბარაშვილი — სპინალური კუნთოვანი ატროფია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ნეირომუსკულარული პათოლოგიები და გენეტიკური სკრინინგი
ფიზიკის სექცია
ვაჟა ტუღუში — AI რობოტი პაკეტების ორგანიზებისთვის
მერაბ სამხარაშვილი — Multi Bounce Kinematics
ალექსანდრე მუჯირი — Flash Bulbs
ნიკოლოზ ჭეჭელაშვილი და მერაბ სამხარაშვილი — Cold Rocket Engine
დავით მელიქიშვილი — Eddy Currents and Braking Forces
ვულოცავთ ჩვენს გამარჯვებულ მოსწავლეებს და ვამაყობთ მათი მიღწევებით!
მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერისთვის, ხოლო მასწავლებლებსა და საბუნებისმეტყველო კათედრას — მოსწავლეების ცოდნის გაღრმავების, კვლევითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|