ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიამ (New York Academy of Sciences) UG სკოლის მოსწავლე ანა მწარიაშვილი The Junior Academy-ის საერთაშორისო პროგრამის მონაწილედ შეარჩია

სიხარულით გაცნობებთ, რომ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიამ (New York Academy of Sciences) UG სკოლის მოსწავლე ანა მწარიაშვილი The Junior Academy-ის საერთაშორისო პროგრამის მონაწილედ შეარჩია!
The Junior Academy მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს STEM სფეროებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით მუშაობენ რეალურ, თანამედროვე გამოწვევებზე და ქმნიან ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა:
BrainTech - ტვინზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნა, რომლებიც ადამიანებს მობილობის აღდგენასა და დაავადებების ადრეულ გამოვლენაში დაეხმარება;
Climatizing Infrastructure: Green Retrofit -ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიება არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად მდგრად სისტემებად გარდაქმნისთვის.
პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოსწავლე გახდება გლობალური საზოგადოების ნაწილი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ ახალგაზრდებთან და მენტორებთან ერთად იმუშავებს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე.
ვულოცავთ ანას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ საინტერესო აღმოჩენებით, ახალი გამოცდილებითა და ინოვაციური იდეებით სავსე გზას!



იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
Hi there! Need help? Chat with us!
გამარჯობა! დაგვიკავშირდით ჩატით!