UG სკოლის მოსწავლემ, ნანიკო მელაძემ, წარმატებით ჩააბარა DELE-ს საერთაშორისო გამოცდა და ესპანური ენის ცოდნის ოფიციალური დიპლომი (A2 დონე) მოიპოვა!
სიხარულით გაცნობებთ, რომ UG სკოლის მოსწავლემ, ნანიკო მელაძემ, წარმატებით ჩააბარა DELE-ს საერთაშორისო გამოცდა და ესპანური ენის ცოდნის ოფიციალური დიპლომი (A2 დონე) მოიპოვა!
ეს აღიარება ნანიკოს დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნანიკოს ესპანური ენის პედაგოგს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და მოსწავლის მუდმივი მხარდაჭერისთვის!
DELE (Diplomas de Español como Lengua Extranjera) ესპანური ენის ცოდნის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. გამოცდას სერვანტესის ინსტიტუტი (Instituto Cervantes) ატარებს, ხოლო ოფიციალურ, უვადო დიპლომს ესპანეთის განათლების სამინისტრო გასცემს.
გილოცავთ, ნანიკო! გისურვებთ კიდევ უამრავ წარმატებასა და საერთაშორისო აღიარებას!