UG სკოლის მოსწავლეები ჩინეთის საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკ

 
18–23 სექტემბერს UG სკოლის მოსწავლეები ელენე გონგაძე, თორნიკე ბურნაძე, დემეტრე სვიანაძე, მათე ბუცხრიკიძე და ვაჟა ტუღუში ჩინეთში, გუანსის რეგიონში, ქალაქ ნანინგში გაემგზავრებიან.
UG სკოლა მხარს უჭერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით დაინტერესებულ და გამორჩეულ მოსწავლეებს, რომლებიც შეირჩნენ საერთაშორისო პროგრამაში სკოლის სახელით მონაწილეობის მისაღებად, და აძლევს მათ შესაძლებლობას, ცოდნა და ინტერესები საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში კიდევ უფრო განავითარონ.
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო პროგრამაში The Belt and Road Teenager Maker Camp & Teacher Workshop.
UG სკოლა ამ საერთაშორისო პროგრამაში უკვე მესამედ მონაწილეობს და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში.
პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებთან ერთად ჩაერთვებიან:
სამეცნიერო და პრაქტიკულ აქტივობებში;
STEM მიმართულების გუნდურ პროექტებში;
ინოვაციურ ვორქშოფებსა და ექსპერიმენტებში;
კულტურულ და საერთაშორისო გაცვლით ღონისძიებებში.
The Belt and Road Teenager Maker Camp & Teacher Workshop 2017 წლიდან ტარდება და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვივება, STEM განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
ჩვენს მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ახალგაზრდების სამეცნიერო შესაძლებლობები.
ეს გამოცდილება მათ დაეხმარება კვლევითი, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში, ახალი იდეების აღმოჩენასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებაში.
წარმატებებს ვუსურვებთ UG სკოლის გუნდს საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტის ხელმძღვანელს, UG სკოლის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორს დიანა ქანთარიას, პროექტის ორგანიზების, მოსწავლეების მომზადებისა და მათი საერთაშორისო შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის



იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
Hi there! Need help? Chat with us!
გამარჯობა! დაგვიკავშირდით ჩატით!