Chemfield-ის პროექტი „ცოდნის გაზიარება“ პირველი გასვლითი ღონისძიება
12 ნოემბერს UG სკოლის ქიმიის კლუბი Chemfield პროექტის „ცოდნის გაზიარება“ ფარგლებში ზემო ნიქოზის სკოლას ესტუმრა.
პროექტის მიზანია STEM მიმართულებების პოპულარიზაცია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის მეცნიერების შესახებ ცოდნის გაზიარება.
შეხვედრის ფარგლებში UG სკოლის მოსწავლეებმა ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით საინტერესო ექსპერიმენტები წარმოადგინეს, რომლებშიც ზემო ნიქოზის სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ. ამ ფორმით ბავშვებმა მეცნიერება პრაქტიკულად, სახალისო და ინტერაქტიულ გარემოში გაიცნეს.
პროექტში მონაწილეობდნენ ქიმიის კლუბის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები: ელენე გონგაძე, მარიკო მელაძე, დემეტრე სვიანაძე, ვაჟიკო ტუღუში, რუსკა გოგიაშვილი, თორნიკე ბურნაძე, მარიამ ოგბაიძე, მილა შონია, ნინა მელიქიშვილი, ნია ჩარკვიანი, ელენე ქურდაძე და ნატა გოგიაშვილი.
მოსწავლეებს მენტორობას უწევდნენ ბიოლოგიის მასწავლებელი ნინი გავაშელიშვილი და ქიმიის მასწავლებელი, პროექტის ხელმძღვანელი ირმა ყარალაშვილი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა გეოგრაფიის მასწავლებელი თინათინ მოსიაშვილი.
განსაკუთრებული მადლობა ზემო ნიქოზისა და ცხინვალის ეპისკოპოსს, მეუფე ისაიას და მამა დავითს თბილი მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.
მადლობა პედაგოგებს ნინი გავაშელიშვილს, ირმა ყარალაშვილს, და თინათინ მოსიაშვილსა პროექტში შეტანილი წვლილისთვის. ასევე ბატონ კახას უსაფრთხო მგზავრობისთვის.
პროექტის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ კლუბის ჟურნალ „Chemfield“-ის მე-4 გამოცემაში