შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან თემაზე "ჰარი პოტერი" , 2023-10-04

4 ნოემბერს, 11 საათზე იუჯი სკოლის მოსწავლეებისათვის საქართველოს უნივერსიტეტის 519-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, სადაც ვისაუბრებთ ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროზე. 
ჯოან როულინგის ფენტეზი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია მსოფლიოში, წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმების სერია კი დღემდე რჩება ყველა თაობის უსაყვარლეს ეკრანიზაციად. ჰარი პოტერის სამყარო დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მომავალ წელს HBO წიგნის მიხედვით სერიალსაც აანონსებს. 
შეხვედრაზე ვისაუბრებთ თუ რატომ არის ჰარი პოტერი არა მხოლოდ ზღაპრული და სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა, არამედ ფილოსოფიური ნაწარმოებიც. გავიგებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე და დავაგემოვნებთ გემრიელ სასუსნავებს. 
 
 



იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები