სკოლების ერთიანი მსოფლიო ქსელის წარმომადგენლების სტუმრობა UG სკოლაში

29 ნოემბერს UG სკოლას სკოლების ერთიანი მსოფლიო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი - ბრაიან სიმსი   და სკოლების ერთიანი მსოფლიო ქსელის რეგიონალური დირექტორი მარკ გრეგორი  სტუმრობდნენ.

სკოლების ერთიანი მსოფლიო ქსელი საგანმანათლებლო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა მხარი დაუჭიროს საგანმანათლებლო ლიდერებს მთელს მსოფლიოში რთული გამოწვევების გადაჭრაში, საკლასო ოთახში სწავლის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიწოდების გზით.  

სკოლების ერთიანი მსოფლიო ქსელი მუშაობს ისეთ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა სკოლები, განათლების სამინისტროები და უმაღლესი სასწავლებლები, რათა შექმნან, ხელი შეუწყონ და დანერგონ საჭიროებებზე მორგებული მდგრადი გადაწყვეტილებები. 

სკოლების ერთიანი მსოფლიო ქსელის განათლების ექსპერტები და ტრენერები უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ სასწავლო ლიდერებთან, უზრუნველყონ მათი მიზნების მიღწევას პარტნიორობისა და შესაძლებლობების განვითარების გზით.  

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები