მშობელთა პროფესიების კვირეული

UG სკოლის ინიციატივით, სკოლაში მშობელთა პროფესიების კვირეული ჩატარდა. 

კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ექიმების, ინჟინრების, რექტორების, მეწარმეების და სხვა პროფესიათა ფართო სპექტრი. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტუმრებისთვის დაესვათ შეკითხვები, მიეღოთ  რჩევები და  მათთვის საინტერესო ინფორმაცია უფროსების ამა თუ იმ საქმიანობის შესახებ.

აღნიშნულმა  ინიციატივამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს, გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიას,  აგრეთვე გააძლიერა მშობლების ჩართულობა  ჩვენს საგანმანათლებლო  პროცესში. 

დიდი მადლობა ყველა მშობელს, ვინც მონაწილეობა მიიღო  კვირეულში.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები