„იუჯი სკოლის“(UG School) X კლასის მოსწავლეები ბიომედიცის ცენტრს ეწვივნენ

2022 წლის 20 დეკემბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცის ცენტრს, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით და ცენტრის დირექციის მხარდაჭერით, „იუჯი სკოლის“(UG School) X კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.

მათ გაეცნენ ცენტრის ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს, დაათვალიერეს  მემბრანოლოგიის, გენომის სტრუქტურის და ფუნქციის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის, თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის და  ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიებში მიმდინარე ექსპერიმენტებში.  

 

მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, შეხვდნენ ცენტრის დირექტორს, პროფესორ გვანცა ჭკადუას, ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე. განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების რიგ კვლევის მეთოდებს; ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობის ქვეშ თავად ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები