UG School-ის სამეცნიერო სიახლე – პირველი ნომერი ჟურნალის „ChemField“!

 

UG School-ის კემბრიჯის პროგრამის ქიმიის მასწავლებლის ირმა ყარალაშვილისა და მოსწავლეების ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო ჟურნალი „ChemField“ – პირველი  დარგობრივი გამოცემა სკოლის ისტორიაში.

 

ჟურნალში თავმოყრილია UG School-ის მოსწავლეთა და პედაგოგთა სამეცნიერო აქტივობები, საერთაშორისო პროექტებში მიღწევები და ინოვაციური კვლევები. მისი მიზანია, მოსწავლეები დააახლოოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, გააღვივოს ინტერესი STEM მიმართულებებისადმი და წარმოუჩინოს ახალი აღმოჩენები.

 

ჟურნალი მთლიანად მოსწავლეების მიერაა შექმნილი და მათივე ხედვითა და ენთუზიაზმით გადმოსცემს მეცნიერების ძალას, აღმოჩენების მაგიასა და ახალი იდეების ძიების სიხარულს.

 

„ჩვენს სკოლას აქამდე არ ჰქონია მსგავსი ტიპის გამოცემა, ეს იქნება პირველი სამეცნიერო ჟურნალი ჩვენი სკოლის ისტორიაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდება, დაიბეჭდება, მიეცემა ყოველწლიური ფორმატი და შედეგად ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედ სამეცნიერო ჟურნალად. ამ ჟურნალში აისახება ჩვენი სკოლის სამეცნიერო ჭრილში არსებული ყველა პროექტი და მიღწევა. ეს შემდგომ გადაეცემა მომავალ თაობებს, რომ მათ გაუღვივდეთ ინტერესი ამ მიმართულებისადმი და შესაძლოდ საკუთარი თავებიც აღმოაჩინონ მეცნიერებაში.“თინათინ თოფურია,UG სკოლის დირექტორი 

 

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები